რუსმა ოკუპანტებმა ოდესის რეგიონზე იერიში დრონებით და რაკეტებით მიიტანეს.
როგორც ოდესის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა დაწერა, დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა და სხვა ობიექტები, ასევე, დაშავდა ერთი ადამიანი.
„ქალაქ ოდესაში არასაცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რომელიც მალევე ჩააქრეს. დაფიქსირდა ასევე ნგრევა ოდესის რეგიონში ერთ-ერთ საწყობსა და კერძო სახლში. ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა“, – დაწერა მან.
სამხრეთის ძალების სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა თქვა, რომ თავდასხმა განხორციელდა “შაჰედებით”, ასევე, ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით.
მისი თქმით, 19-ვე დრონი განადგურდა, ხოლო ორი” კალიბრის” ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს ნიკოლაევისა და კიროვოგრადის რაიონებზე, სულ 12 ჭურვი იყო გაშვებული.