საქართველოს ნაკრებმა იუნიორებს შორის ტრიატლის გუნდურ ესტაფეტაზე მედალი მოიპოვა

თურქეთში ლაზერულ სირბილში, ბიატლსა და ტრიატლში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. იუნიორების ასაკობრივ კატეგორიაში ტრიატლის გუნდურ ესტაფეტაზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს გიორგი ცხადაძემ და დავით დონაძემ. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იუნიორების კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ცხადაძემ ლაზერულ სირბილში სამკილომეტრიანი დისტანცია (5X600 მ) დაფარა, ოთხჯერ ისროლა 10-მეტრიანი დისტანციიდან მიზანში, ეს ყველაფერი 10:27:99 წამში შეძლო და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

“გუნდურ ესტაფეტაში იუნიორების ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებულები გახდნენ გიორგი ცხადაძე და დავით დონაძე, მათ 3600 მეტრი (3X600 მ) დაფარეს, ორ-ორჯერ ისროლეს 10 მეტრიდან მიზანში და საუკეთესო შედეგი – 12:28:21 წამი დააფიქსირეს.

სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები