დავით მათიკაშვილი: ანტიქართული აგენტურული ძალების წარმომადგენლები წლების განმავლობაში საბოტაჟს უწყობდნენ თავის ქვეყანას, უცხო ძალებს აწვდიდნენ ინფორმაციას – ეს ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის
„ანტიქართული აგენტურული ძალების წარმომადგენლები წლების განმავლობაში საბოტაჟს უწყობდნენ თავის ქვეყანას, უცხო ძალებს აწვდიდნენ ინფორმაციას – ეს ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის,“- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
“ის, რომ ეს ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები, სინამდვილეში კი რადიკალური და რეაქციული, ანტიქართული აგენტურული ძალების წარმომადგენლები წლების განმავლობაში საბოტაჟს უწყობდნენ თავის ქვეყანას, უცხო ძალებს აწვდიდნენ ინფორმაციას, ხდებოდა პირდაპირ სააშკარაოზე იმის თქმა, რომ მათ სურთ საქართველო ჩართონ სხვადასხვა რთულ და ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა დაუძლეველ პრობლემატიკაში, ეს ყველაფერი ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის. ამიტომ, ბუნებრივია, დაველოდებით გამოძიებას, თუმცა, საზოგადოებისთვის ამ ადამიანთა საქმიანობა, როგორც საბოტაჟის და ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა, ისედაც კარგად ცნობილია,”- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას წარუდგინა.