გორის მერის მოადგილე: სოფელ ნიქოზში, სტადიონზე, სადაც ბავშვს დენმა დაარტყა, სამუშაოები დასრულებული არ არის

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი ნიქოზში იმყოფებოდა და მოზარდი, რომელსაც გუშინ საღამოს დენმა დაარტყა, მოინახულა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ნიკა ღვინიაშვილის თქმით, მოზარდი თავს კარგად გრძნობს.

“საბედნიეროდ ბავშვი კარგადაა. მერიის შესაბამისი სამსახურები კომპანიასთან ერთად შეისწავლიან და გავიგებთ რა მოხდა. სტადიონი არაა ჯერ ჩაბარებული, სამუშაოები არ დასრულებულა”, – განაცხადა გორის მერის მოადგილემ ნიკა ღვინიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დილიდან ადგილზე მუშაობს კომპანია, რომელიც ქვემო ნიქოზში სტადიონის მოწყობას ახორციელებს. კომპანიის თანამშრომლები ამოწმებენ და არკვევენ რამ გამოიწვია დენის გადატანა. სტადიონის მშენებლობა ნიქოზში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოები ჯერ არაა დასრულებული, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ჯერ გორის მერიას არ ჩაუბარებია და არ მიუღია. სტადიონზე, როგორც ირკვევა, სამუშაოების დასრულებამდე ბავშვების შესვლა სავარაუდოდ, თვითნებურად მოხდა.
.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები