ახალციხეში, ერთ-ერთ მაღაზიაში ხანძარი იყო

ახალციხეში, სამსართულიან შენობაში არსებულ მაღაზიაში ხანძარი იყო.

როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რა ოდენობის ზარალი მიადგა მეპატრონეს, ჯერ უცნობია. ასევე, ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები