ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში მის მეზობელს, 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ – საქმეზე დაწყებულია გამოძიება
ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ.
“კვირას” შსს-ში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაზარალებული და ეჭვმიტანილი მეზობლები არიან.
„ორივე ოჯახი ჩვენი მეზობელია. გადასარევი ხალხია, საეჭვო არასდროს არაფერი შეგვიმჩნევია ამ კაცზე. რა მოხდა, არ ვიცით, ჩვენც გაოგნებული ვართ. საღამოს პოლიცია იყო მოსული და მაშინ გავიგეთ. ბავშვიც უწესიერესია, სულ წიგნებშია. მეტი არაფერი ვიცით”, – აცხადებენ მეზობლები.