ერევანში, მთავრობის შენობასთან უშიშროების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები დაიწყო.
მედიის ცნობით, აქტივისტები პოლიციასა და სპეცრაზმს ქვებსა და ბოთლებს ესვრიან, რის შედეგად დაშავდა ერთ-ერთი სპეცრაზმელი.
რესპუბლიკის მოედანზე პოლიციამ 9 პირი დააკავა. სამართალდამცველების თქმით, აქტივისტთა ქმედებები არაკანონიერი იყო.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის მთავრობის შენობასთან შეკრებილები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.