აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში განხორციელებული ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები წარმატებით გრძელდება.
ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, განეიტრალებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოზიციები, სამხედრო მანქანები, საარტილერიო და საზენიტო სარაკეტო დანადგარები, ელექტრონული ბრძოლის სადგურები და სხვა სამხედრო ტექნიკა.
უწყება ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც ასახულია სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო დანადგარები და სამხედრო ტექნიკა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეებზე, რომლებიც განადგურებულია ზუსტი წერტილოვანი დარტყმით.