No EVRAS – ბელგიაში რამდენიმე სკოლას სექსუალური განათლების შესახებ გაკვეთილების გამო ცეცხლი წაუკიდეს

ბელგიის ქალაქ შარლერუაში რამდენიმე სკოლას ცეცხლი წაუკიდეს.

ამის შესახებ The Brussels Times-ზე პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ძალოვანები ეჭვობენ, რომ ინციდენტები, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მშობელთა მზარდ აღშფოთებასთან დამატებული ახალი საგნის – EVRAS გამო, რომელიც სექსუალურ განათლებას და ურთიერთობების თემას შეეხება.

გაკვეთილი ახალი სასწავლო წლიდან ყველა ფრანგულენოვანი სკოლებისთვის ვალონია-ბრიუსელის ფედერაციამ (FWB) დანერგა.

ხანძრის ადგილებში აღმოჩენილია წარწერა – No EVRAS.

ახალ საგანს რელიგიური ჯგუფების, ასევე კონსერვატიული ოჯახების მხრიდან მკაცრი წინააღმდეგობა მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ბავშვები ნაადრევად ეცნობიან გენდერისა და სექსუალური იდენტობის ცნებებს. მათი აზრით, ამ თემების შვილებთან განხილვა ოჯახებში უნდა ხდებოდეს.

ასევე არის სხვა თემები, რომლებიც მშობლების აღშფოთებას იწვევს, კერძოდ, დისკუსიები რამდენიმე პარტნიორის ყოლაზე, სექსტინგსა და სიშიშვლეზე.

8 სექტემბერს ფრანგული თემის პარლამენტის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და ახალი სახელმძღვანელოს გამო პროტესტი გამოთქვა.

განათლების უწყებებში განაცხადეს, რომ ახალი სახელმძღვანელო არის გზამკვლევი, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ გაკვეთილებზე წამოჭრილ თემებს და რომ მასწავლებლებს არ აიძულებენ, ასწავლონ ის თემები, რომლებიც აშკარად შეუსაბამო იქნებოდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსწავლეებმა სახელმძღვანელოს სრული ტექსტი იხილონ.

გარდა ამისა, სახელმძღვანელო შემუშავებულია ყველა შესაბამის ორგანოსთან, განათლების სპეციალისტებსა და ჯანდაცვის ექსპერტებთან მჭიდრო კონსულტაციით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები