ამჯერად, ყირიმის ქალაქი ევპატორია – დრონების იერიში და აფეთქებები

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ევპატორიაში გამთენიისას აფეთქებების ხმა იყო.

ტელეგრამის არხები წერენ, რომ იყო 4 აფეთქების ხმა, მათგან ყველაზე ძლიერი – 5:40 საათზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 11 დრონი ჩამოაგდეს.

უწყებაში ამბობენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემი “სერგეი კოტოვი” იყო – თუმცა, უშედეგოდ.

ყირიმში, ევპატორიას რაიონში რუსეთის რამდენიმე სამხედრო ნაწილია განთავსებული. ასევე, მახლობლად არის “საკის” სამხედრო აეროდრომი, რომელზეც იერიშები უკვე მიტანილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები