მედიის ცნობით, ამ ეტაპისთვის უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა დასრულებულია

სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა დასრულდა, – ინფორმაციას CNN-ი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეხვედრა დაახლოებით 1 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა.

ქვეყნების წარმომადგენელებს მოლაპარაკებების შედეგების შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.

უკრაინული წყაროების ცნობით, რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნები, რომლებიც არარეალისტურია და აღემატება როდისმე განხილულ ნებისმიერ მოთხოვნებს.

ამასთან, ზოგიერთი მედია საშუალება იუწყება, რომ მოლაპარაკებები არ დასრულებულა და მხოლოდ დაპაუზდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები