ტრამპის თქმით, შესაძლოა პუტინს დაურეკოს – “ჩვენ უნდა შევხვდეთ”
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაურეკოს, რათა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დასრულება განიხილოს.
ტრამპის თქმით, ის პუტინთან შეხვედრასაც გეგმავს.
“ჩვენ უნდა შევხვდეთ. მე და პუტინი შევხვდებით. ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვაგვარებთ, ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ პასუხი მაინც გვეცოდინება. თუ ჩვენ ამას ვერ მოვაგვარებთ, ეს ძალიან საინტერესო იქნება”,- განაცხადა ამერიკის ლიდერმა.