რომის პაპმა ლეომ ვატიკანს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვა შესთავაზა

წმინდა საყდრის მთავარმა დიპლომატმა, სტამბოლში ამ კვირაში დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის შეხვედრის ჩაშლა „ტრაგიკული“ უწოდა,- ამის შესახებ politico წერს.

გამოცემის ცნობით, ახალ პაპს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობა მას შემდეგ სურს, რაც სტამბოლში გამართულმა სამიტმა კონფლიქტის “მთავარი მოთამაშეების” შეკრება ვერ შეძლო.

შედეგებს სტამბოლში გამართული შეხვედრისა, რომელსაც პუტინი, მოლაპარაკებების დაწყების იდეის ავტორი, თავად არ დაესწრო, ვატიკანმა “ტრაგიკული” უწოდა.

“ყოველივე ეს ტრაგიკულია, ვინაიდან ჩვენ იმედი გვქონდა, ეს პროცესი, თუნდაც ნელი, კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას მოიტანდა. ამის მაგივრად, კვლავ დასაწყისს დავუბრუნდით. ვნახოთ, რას მოვიმოქმედებთ, თუმცა რთული სიტუაციაა.

პაპი გეგმავს, რომ ვატიკანი, წმინდა საყდარი, ორ მხარეს შორის პირდაპირი შეხვედრისთვის ხელმისაწვდომი გახადოს” – განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა.

ლეო XIV-მ, რომელიც გასულ კვირას აირჩიეს, ნათლად განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობისთვის მუშაობა მისი პაპობის მთავარი პრიორიტეტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები