ვიეტნამში მაღალსართულიან კორპუსში ხანძარს, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა – მათ შორის, მინიმუმ, 3 ბავშვია

ჰანოიში, საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსში ხანძარს, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მინიმუმ, 3 ბავშვია.

ამის შესახებ DW ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულია, რომ 70-მდე მოქალაქე გადაარჩინეს, კორპუსში სულ 150 მაცხოვრებელი იყო.

შემთხვევის ადგილი პრემიერმინისტრმა, ფამ მინ ჩინომ მოინახულა და მაღალსართულიან სახლებსა და მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ხანძარსაწინააღმდეგო რეგულაციების დახვეწის განკარგულება გასცა.

AFP-ს თვითმხილველებმა უთხრეს, რომ თავდაპირველად ხანძარი, სავარაუდოდ, ​ავტოსადგომზე გაჩნდა და შემდგომ შენობას მოედო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები