რუსეთის მიერ დროებით ანექსირებულ სევასტოპოლში გვიან ღამით სარაკეტო იერიში განხორციელდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანია დაშავებული. ამ დროისთვის დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა დაწერა, იერიშის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა გემთმშენებელ ქარხანა “სევმორზავოდ”-ს, რომელზეც რუსეთის საზღვაო ფლოტის გემების შეკეთება და აშენება მიდის. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე, სულ მცირე, სამი აფეთქება მოხდა.
მისი თქმით, დაშავებულთაგან ოთხის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ასევე, 02:45 საათიდან 03:30 საათამდე ყირიმის ხიდი იყო ჩაკეტილი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იერიშის მიტანილი ფრთოსანი რაკეტებით და საზღვაო დრონებით, რის შედეგადაც ორი გემი დაზიანდა.
მათივე მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ათი რაკეტიდან შვიდი ჩამოაგდო, ხოლო საპატრულო გემმა სამივე საზღვაო დრონი გაანადგურა.