ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი პრიმორკსის მხარეში თავისი ბრონირებული მატარებლიდან ჩავიდა.
ბაქანზე მას ტრადიციულად, პომპეზურად დახვდნენ – იყო ორკესტრი, წითელი ხალიჩა, სამხედროები, ასევე, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იმ დროს, როდესაც ფხენიანის ლიდერი შენობაში შედის ისმის მარშის ხმა “კავკასიური ტყვე ქალიდან”.
მაღალ რანგის სტუმარს ბაქანზე რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ალექსანდრე კოზლოვი დახვდა.