თვითმფრინავი, რომელიც სოჭიდან ომსკში მიფრინავდა, ავარიულად დაეშვა – ბორტზე 167 ადამიანია, მათ შორის – 23 ბავშვი

რუსული ავიაკომპანიის “ურალის ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რეისს სოჭიდან ომსკის მიმართულებით ასრულებდა, ავარიულად ნოვოსიბირსკის მახლობლად დაეშვა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, Airbus A320-ის ბორტზე 167 ადამიანი იმყოფებოდა: 161 მგზავრი, მათ შორის – 23 ბავშვი და ეკიპაჟის ექვსი წევრი.

ნოვოსიბირსკის ოლქის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მაღალი წნევის გამო სამედიცინო დახმარება მხოლოდ ერთ ადამიანს დასჭირდა, დაშვებისას არავინ დაშავებულა.

თვითმფრინავმა, პრობლემის გამო, ნოვოსიბირსკში დაშვება მოითხოვა, თუმცა, ეკიპაჟმა ნოვოსიბირსკამდე 200 კილომეტრში ლაინერი მინდორში დასვა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა საგანგებო დაშვების მიზეზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები