“ნახევარი ეზო წაღებულია, სამ მეტრიანი კანაოებია გაკეთებული გზაზე” – სოფელ ხორეთის მკვიდრი (ვიდეო)

გურიაში სტიქიას ებრძვიან. სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლები სტიქიის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ასეთი მდგომარეობა დამხვდა ამ დილით საკუთარ ეზოში, ნახევარი ეზო წაღებულია სამ მეტრიანი კანაოებია გაკეთებული გზაზე . ღობე წაღებული მთელი ეს მასა ჩემს საკარმიდამოშია ჩატანილი სადაც თხილის ბაღი მაქს რომელიც უბრალოდ განადგურებულია . აქ მქონდა წყლის აუზი საიდანაც წყალი მომეწოდებოდა ამ დილით აუზი უბრალოდ ვერ ვიპოვე საშინელი ამბავია. დილის 7 საათის მერე გარეთ ვარ სახლი დატბორილი”,- აცხადებს სოფელ ხორეთის მკვიდრი ჭაბუ კვერენჩხილაძე.

“ვიცი აქ წერას არანაირი აზრი არ აქვს მაგრამ… აქ რჩება ჩემი ოჯახი და უამრავი ადამიანი, გზა არაა.
ეს ბიძაჩემის სახლია, ამ ეზოში გავათევინო ღამე ჩემ 3 წლის ბავშვს? იქნება გვიშველოთ ორი დღე კიდე უნდა იწვიმოს”,- წერს ადგილობრივი ანა ურუშაძე.

გურიაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი.

ასევე, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტიქიის ადგილზე მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები.

“სტიქიის ადგილზე მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები.

ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.

მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელი ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია.

ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი და 2 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად იგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები