ჰონგ კონგს თითქმის 140 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაატყდა.
CNS-ის ცნობით, ზოგიერთ რაიონში ნალექის 158 მილიმეტრზე მეტი დაფიქსირდა, რაც 1884 წლიდან რეკორდული მაჩვენებელია.
South China Morning Post-ი წერს, რომ წვიმის დროს 102 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხი – მძიმედ.
ტაიფუნ “საოლას” გამო, ჰონგ კონგში სკოლები და საწარმოებია დაკეტილი, გაუქმებულია ასობით ავიარეისი, დატბორილია გზები და მეტროს რამდენიმე სადგური.