რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით კიევის რეგიონზე იერიში მიიტანეს.
როგორც საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს, საჰაერო თავდაცვამ რაკეტის მოგერიება შეძლო, თუმცა, მისი ფრაგმენტები სავაჭრო საწარმოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.
აღნიშნულია, რომ მომხდარის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ტელეგრამაში წერს, რომ რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად კიევის ოლქის ფასტოვსკის და ბუჩანსკის რაიონებში ხანძარი დაფიქსირდა.