ბორჯომში, სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

ბორჯომში, ხუთსართულიანი შენობიდან 35 წლის მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 3 სექტემბერს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფს იგი გარდაცვლილი დახვდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები