ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევთან, მდინარე მტკვარში ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამ ეტაპზე უცნობია, ეკუთვნის თუ არა აღნიშნული ცხედარი ამავე სოფელში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს, გიმზერ კაველიძეს.
ინფორმაციისთვის, 28 წლის გიმზერ კაველიძე სოფელ ნაქალაქევში 2023 წლის 5 მაისს დაიკარგა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, წყალში ჩავარდა.