„ნაცმოძრაობა“ ყველა საშუალებით ხარჯავდა ბიუჯეტში მობილიზებულ ხარჯებს„

   მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების პრემიებს და სახელფასო დანამატებს, რომლის შესახებაც დოკუმენტაცია დღეს გავრცელდა, მმართველ გუნდში შეფასებები მოყვა.
როგორც უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, „ნაცმოძრაობა“ყველა საშუალებით ხარჯავდა ბიუჯეტში მობილიზებულ ხარჯებს.
„ნაციონალური მოძრაობა” ყველა საშუალებით ხარჯავდა ბიუჯეტში მობილიზებულ ხარჯებს. არჩევნებამდე როგორ უნდა მოესწროთ ამ თანხების ათვისება სხვა გზები და საშუალებები რომ ვერ მოძებნეს, დაიწყეს კოლოსარული დანამატების პრემიების გამოწერა. მე მგონი ჭკუათმყოფელი ადამიანი 150 ათას ლარს დანამატს თუ პრემიას არ გამოიწერს. სააკაშვილი გვეუბნებოდა, რომ კორუფცია აღარ არის ქვეყანაში და ეს რა არის?“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები