ხულოში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, „მუსიკალური საღამო“ გაიმართა
ხულოში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, „მუსიკალური საღამო“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებს საშუალება ჰქონდათ – მონაწილეობა მიეღოთ საბავშვო გასართობ შოუებსა და სხვადასხვა აქტივობებში.
საღამო გრანდიოზული კონცერტით დასრულდა, რომელშიც ანსამბლი “გორდელა” და ოთო ნემსაძის ბენდი იღებდნენ მონაწილეობას.