მარიკა სარიშვილი: სახლიდან ოჯახური კონფლიქტის გამო წავედი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურიდან სამი დღის წინ გაუჩინარებელი მარიკა სარიშვილი ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც მან მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, სახლიდან ოჯახური კონფლიქტის გამო წამოვიდა.
“სახლიდან ოჯახური კონფლიქტის გამო წავედი”, – განუცხადა სარიშვილმა ჟურნალისტებს.
22 წლის ახალგაზრდა ქალი ამ დროისთვის ოზურგეთის პოლიციაში, დაკითხვაზე იმყოფება. პოლიციის შენობასთან იმყოფებიან მისი მშობლები, რომლებიც დაკითხვის პროცესზე დასწრებად მოითხოვენ.
მარიკა სარიშვილს სამართალდამცავებმა ბათუმში მიაკვლიეს.