თბილისის მერიის ყოფილი ხელმძღვანელობა ყოველთვიურად ხელფასზე მეტი ოდენობის დანამატს იღებდა
თბილის მერის ყოფილი შემსრულებელი სევდია უგრეხელიძეს შარშან ანგარიშზე 89 ათას ლარზე მეტი დაერიცხა. აღნიშნულის შესახებ დოკუმენტაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს. როგორც მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მასალაშია აღნიშნული, ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე 2014 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 2 950 ლარს, დანამატის სახით 3 600 ლარზე მეტს, პრემიის სახით კი 2 900 ლარზე მეტს იღებდა.
ასევე დოკუმენტი შეიცავს მონაცემებს მერიის სხვა მაღალჩინოსნების: ირაკლი აბესაძის, პაპუნა პეტრიაშვილის, დავით ნინიძის, დავით ალავიძის, ტარიელ ხიზანეიშვილისა შოთა ხიზანიშვილის მიერ აღებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებაც.
“იმედის” ინფორმაციით, შოთა ხიზანიშვილს შარშანდელი წლის განმავლობაში 101 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს მიღებული, საიდანაც ხელფასის ოდენობა მხოლოდ 31 ათასი ლარს შეადგენდა