ჩოხატაურის მერი: „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას 

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა”, – ამის შესახებ ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხმა ნახა თუ რა როგორ მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა. ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრები განზრახ დააყენეს და ჩხუბი მოაწყვეს და ასე შემდეგ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ძალიან ბევრი ხალხი იყო, მთელი ჩოხატაური იქ იყო და ყველამ კარგად იცის, რა როგორ მოხდა. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ „ქართული ოცნების“ წევრები იდგნენ იქ განზრახ. კვირა დღეა და ამ დღეს მთელი ჩოხატაური ჩადის.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, თან არა ჩოხატაურელები, ჩამოდიან აქ, ჩვენთან ჩოხატაურში და გვასწავლიან, რა, როგორ უნდა ვაკეთოთ. ჩვენ, ჩვენი ჩოხატაურისთვის ძალიან კარგად ვიცით, რას გავაკეთებთ, რა მოუხდება და რა იქნება უკეთესი“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გურიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები