შსს-მ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულის შესახებ “კვირას” შსს-ში განუცხადეს.
საუბარია, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გურიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
“ქართული ოცნების” წევრის ავთო მეგრელიძის განცხადებით კი, ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს.