შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მომხდარიდან 30-ე დღეს 2 დაკარგულ არასრულწლოვანს კვლავ ეძებენ.
სტიქიის შედეგად დაღუპული 31 ადამიანიდან ყველა იდენტიფიცირებულია.
ეპიცენტრი სრულად არის შესწავლილი. დაკვირვება გრძელდება მდინარე ჭანჭახისა და რიონის რამდენიმე ათეულ კილომეტრზე.
რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.