სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში შეიარაღებული ძარცვა მოხდა. როგორც ცნობილია, 5 მძარცველი უსუფაშვილების ოჯახში შეიჭრა და მათი კუთვნილი 50 ათასი დოლარის ოდენობის თანხა წაიღო.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.