რაჭაში ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ

შოვში, სტიქიის ზომაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შემთხვევიდან 29-ე დღეს 2 დაკარგულს კვლავ ეძებენ.

სტიქიის შედეგად დაღუპული 31 ადამიანიდან ყველა იდენტიფიცირებულია. სტიქიის ეპიცენტრი სრულად არის შესწავლილი. დაკვირვება გრძელდება მდინარე ჭანჭახისა და რიონის რამდენიმე ათეულ კილომეტრზე.

აღსანიშნავია, რომ რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები