მანქანებიდან ნაგვის გადამყრელი მძღოლები დაჯარიმდებიან

  გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით სანქციები მაქსიმალურად მკაცრი იქნება. სანქციები იმ მძღოლებსაც შეეხებათ, რომლებიც ნაგავს პირდაპირ მანქანებიდან ყრიან, – აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა “კვირას” პრესკლუბში ისაუბრა.
“სოციალური ქსელში რამდენიმე ფოტო გამოჩნდა, სადაც ჩანს მანქანები, საიდანაც ნაგავი პირდაპირ ქუჩაში იყრება. კარგი იქნება, რომ მოხდეს ამ მძღოლების გამოვლენა და როცა მათ ჯარიმები მიუვათ, ჭკუას ისწავლიან. ერთი ბოთლის გადაგდებისთვის, მაგალითად, 500 ლარის გადახდა რომ მოუწევთ, იმედია, მეორედ იგივეს არ გაიმეორებენ. თუ გაიმეორებენ, 2000 ლარს გადაიხდიან. სანქციები ჯერჯერობით დადგენილი არ არის, ამ საკითხზე ვმუშაობთ და ის საკმაოდ გაზრდილი იქნება,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
მისივე განმარტებით, გარემოს დაცვის კუთხით სანქციები კომპლექსური იქნება და ის მხოლოდ სადამსჯელო სანქციებს არ მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები