შოვში მომხდარი სტიქიიდან 28-ე დღეს დამეწყრილ ხეობაში და მის მიმდებარედ ორ დაკარგულს კვლავ ეძებენ.
ძებნა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი პოვნის მცირე შანსიც იარსებებს.
დაკვირვება გრძელდება მდინარე ჭანჭახისა და რიონის რამდენიმე ათეულ კილომეტრზე.
აღსანიშნავია, რომ რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია.