გიორგი მარგველაშვილი: „მე ვერ ვხედავ ამაში უხერხულობას“
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროში საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრებაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მარგველაშვილმა კითხვაზე პასუხად განუცხადა.
“შემდეგი ვიზიტი იგეგმება შეერთებულ შტატებში. მე მაქვს ვიზიტი ასევე, თურქეთშიც, მაგრამ ჯერ შეერთებულ შტატებში გავემგზავრები. მე ვერ ვხედავ ამაში უხერხულობას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.