„დასავლეთში სააკაშვილის მიმართ დიდი იმედგაცრუება არსებობს“
პრემიერმინისტრი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას არ გამორიცხავს – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის“ ეთერში ისაუბრა. ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა ყველა სკანდალურ და გახმაურებულ საქმეს ეფექტურად გამოიძიებს, მათ შორის, გირგვლიანისა და რობაქიძის საქმეებსაც. რაც შეეხება, სააკაშვილის დაკითხვას, იგივე გირგვლიანის საქმეზე, პრემიერი ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
„ყველამ უნდა აგოს პასუხი, თუკი ძიების შედეგად ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, სულ ერთია ეს ყოფილი ჩინოვნიკი იქნება თუ მოქმედი. ძალიან მომეწონა, როდესაც ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ნათელაშვილს შეადარა. ის კომიკური ფიგურა გახდა. მაგალითად, მიუნჰენში კონფერენციაზე ის მოწვეულია არ იყო, მაგრამ მაინც ჩამოფრინდა და იმ სასტუმროში, სადაც ეს კონფერენცია ტარდებოდა, ერთი ღამით დაიქირავა ოთახი, რომ ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარები გაეკეთებინა და იმის ილუზია შეექმნა, თითქოს ის კონფერენციაზე იყო მოწვეული,“ – აცხადებს ღარიბაშვილი.
ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით, მან „იმედს“ ერთი „საიდუმლოც“ გაუმხილა: „დასავლეთში სააკაშვილის მიმართ დიდი იმედგაცრუება არსებობს“