ავსტრიაში წყალდიდობას და ქარიშხალს ებრძვიან (ფოტო, ვიდეო)

ქვედა ავსტრიაში გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარე დუნაი ადიდდა.

ამის შესახებ Kurier წერს.

არდაგერის მუნიციპალიტეტის მერის, იოჰანეს პრესლის განცხადებით, მუნიციპალიტეტში დუნაის წყლის დონე კვლავ მატულობს და საღამოს მაქსიმალურ ზღვარს მიაღწევს.

წვიმების შედეგად, ტიროლში საავტომობილო და სარკინიგზო გზებია ჩაკეტილი.

ქვეყნის სხვა რეგიონებში ღვარცოფისა და მეწყრული პროცესების საშიშროებაა.

ჭექა-ქუხილს თან ახლავს ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა.

ზემო ავსტრიასა და ზალცბურგს წვიმები და ქარიშხალი დაატყდა. იქ, სადაც უამინდობამ ყველაზე ძლიერად გამოიჩინა თავი, დღისით ჰაერის ტემპერატურა 18-22 გრადუსამდე დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები