ბაღდათში, სოფელ დიმში ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქვევრში ჩასული, 40 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში მყოფის დასახმარებლად კი ქვევრში მეზობელი ჩავიდა, თუმცა, ორივე მათგანი გარდაიცვალა. მამაკაცების გარდაცვალება ჭაჭისგან დაგროვებულმა აირმა გამოიწვია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.