“სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში ხორციელდება, 31 გარდაცვლილიდან 2-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს, კიდევ 2 ადამიანს კი ვეძებთ” – ონის მერის მოადგილე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამჟამად 2 დაღუპულის იდენტიფიცირება მიმდინარეობს და 2 ადამიანს ისევ ეძებენ.

„სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს უშუალოდ სტიქიის ზონაშიც და მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. დღეისთვის 31 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათ შორის 2-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ასევე, 2 ადამიანს ვეძებთ“, – განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები