გია ცაგარეიშვილი: “ნაციონალების” სტატისტიკაში ვერ ნახავდით, რამდენი მამაკაცი იყო გაუპატიურებული ცოცხით

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი ოპონენტების ბრალდებებს პასუხობს. როგორც “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მმართველი გუნდის წევრმა აღნიშნა, კრიმინალის ზრდაზე ოპონენტთა მხრიდან საუბარი უსამართლობაა.
“ოპონენტები გვიყიჟინებენ იმაზე, რომ სტატისტიკა თითქოს და ჩვენი მმართველობის პერიოდში არის დამახინჯებული და მათი მმართველობის პერიოდში იყო მწყობრად აწყობილი, თუმცა სტატისტიკაში მათი მმართველობის სტატისტიკას ვგულისხმობ, ვერსად ვერ ნახავდით, რამდენი მამაკაცი იყო გაუპატიურებული ცოცხით… ასეთი სტატისტიკა არ არსებობდა. რატომღაც, რამდენი მიტინგი იყო დარბეული, რამდენი ადამიანი იყო გატაცებული, რამდენ ადამიანს უსმენდნენ, ეს სტატისტიკა არავის არ მოეპოვებოდა”, – აცხადებს ცაგარეიშვილი.
მისივე განმარტებით, დანაშაულის შემცირების კუთხით მთავრობაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
“ჩვენ შევქმნით მწყობრი სისტემა სტატისტიკური მონაცემებისა, კრიმინოგენური სიტუაციის რუქაზეა საუბარი. თქვენ უნდა გქონდეთ სრული წვდომა ამ რუკაზე, რომ აღარ აღარ დაბრალდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ის, რომ იგი აუკუღმართებს და მალავს მონაცემებს. ამას წერტილი უნდა დაესვას. ღიმილისმომგვრელია, როცა ვსაუბრობთ ციფრების დამალვაზე, არაფერი არ იმალება ამ ქვეყანაში, ეს ქვეყანა ძალიან პატარაა. სააკაშვილის დროს დანაშაული იმალებოდა, თუმცა ჩვენ მაინც ყველაფერი ვიცოდით. ჩვენი მიზანი არაა რაღაც მივჩქმალოთ. ბოლო პერიოდში ძალიან რამდენიმე მკვლელობა მოხდა. სამწუხაროა,  ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს, მაგრამ ყველა ამგვარი დანაშაული იყო ცხელ კვალზე გახსნილი ყველა დამანაშავე არის პასუხისგებაში მიცემული გუშინ დააკავეს ის ადამიანი, ვინც საზარელი მკვლელობა ჩაიდინა ვაკეში. შსს 24 საათის რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ კონტროლს დაექვემდებაროს კრიმინოგენური ვითარება. ვაფრთხილებ ყველას, რომ მყისიერად იქნება რეაგირება მოხდენილი. გამკაცრებული იქნება სანქციები იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც უკანონოდ ატარებენ ცეცხლსასროლ იარაღს, დაიწყება პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომ მერე არ ატყდეს ყიჟინა, რატომ ატარებთ ამ ღონისძიებებს და შევარდნაძის პერიოდში ვბრუნდებითო. ამას გვეუბნებიან ის ადამიანები, რომლებიც ხალხს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩებში. არავის არ ეგონოს, რომ საქართველო როდესმე დაუბრუნდება ნულოვანი ტოლერანტობის ეპოქას, როდესაც ადამიანებს პირდაპირ ქუჩაში ხოცავდნენ. იქნება დაუნდობელი ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ. აქ მარტო პოლიციის როლი არ უნდა გამოიკვეთოს, აქ უნდა გამოიკვეთოს ზოგადად ოჯახის როლი. როცა ბავშვი გადის სახლიდან და მას მიაქვს დანა, ან ცეცხლსასროლი იარაღი, მე მგონი მშობელიც უნდა იყოს ყურადღებით, უნდა ვაღიაროთ, რომ მოხდა რამდენიმე მძიმე დანაშაული, ამ დანაშაულზე არის შესაბამისი რეაგირება საჭირო, არა მხოლოდ დამნაშავის დაკავებით, არამედ, პრევენციული ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა “კვირას” პრსკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები