ლენტეხში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ლენტეხში მომხადრი მკვლელობა გახსნილია. ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს. „ლენტეხში მომხადრი მკვლელობის ფაქტზე 1 პირია დაკავებული, ინფორმციას და კადრებს ცოტა ხანში დავდებთ“, – წერს ნინო გიორგობიანი ფეისბუქზე..
ლენტეხის რაიონ სოფელ სასაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია.
“მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები მის დასაკავებლად”, – განუცხადეს “კვირას” შსს-ში.