“ასოცირების ხელშეკრულება ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას გვავალდებულებს – თბილისში კატასტროფაა”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, როცა ქვეყანა, ევროკავშირისკენ მიისწრაფვის და მყარი ნარჩენების კუთხით არც ერთი რეგულაცია არ გააჩნია, სამარცხვინოა. აღიშნული განცხადება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გია ცაგარეიშვილმა “კვირას” პრესკლუბში გააკეთა.
“ქვეყანა, რომელიც აწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებაზე, მიისწრაფვის ევროკავშირისკენ მყარი ნარჩენების კუთხით და არ გააჩნია არც ერთი რეგულაცია, ეს არის სამარცხვინო.
დანაგვიანებულია მდინარეების ნაპირები, ტბები, ზღვის სანაპირო… თბილიში, სადაც ცხოვრობს მილიონ ნახევარი ადამიანი არ არსებობს ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა, მთელი ფეკალური მასები ჩაედინება წყალსადენებში, ტბებში, მდინარეებში და ეს ზრდის იმ ალბათობას რომ მოხდეს ეპიდემიების აფეთქება. არ მინდა დაგზაფროთ, მაგრამ მე არ ვგავარ იმ ადამიანს, რომელიც ლაპარაკობს ერთს და ფიქრობს მეორეს. გეუბნებით იმას, რა მდგომარეობაც გვაქვს ჩვენ. ჩვენ ძალიან დაგვეხმარება ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. ასოცირებას ვგულისხმობ… იქ არის უმკაცრესი ვალდებულებები აღებული. ჩვენ რამდენიმე წელიწადში უნდა მოვახდინოთ ჰარმონაზაცია, ანუ დაახლოება. ეკოლოგიურ კანონმდებლობასთან ჩამოირჩენას არავინ არ გვაპატიებს. გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს ეკოლოგიურ გარემოში, რომ თბილისში არის კატასტროფული მდგომარეობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ახალი მერი და საკრებულო ამ პრობლემას მიხედავენ”, – აცხადებს ცაგარეიშვილი.