პრემიერ-მინისტრი კეზერაშვილის ექსტრადიციას ელოდება
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ კეზერაშვილის საქმეზე აქტიურად იმუშავა. ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის სასამართლოში, დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის შესახებ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება და შეფასებას შემდეგ გააკეთებს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „პოლიტიკის დროში“ ისაუბრა.
„ კეზერაშვილის ექსტრადაციაზე უნდა დაველოდოთ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. პროკურატურამ და იუსტიციამ ყველა ღონე იხმარეს იმისთვის, რომ დაერწმუნებინათ სასამართლო და მათი კოლეგები ამ საკითხის მნიშვნელობაში. მათ მთელი საქმის მასალები და მტკიცებულებები გაცვალეს. ახლა უნდა დაველოდოთ საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ -განაცხადა ღარიბაშვილმა.