ლანჩხუთს პოლონელი და ქართველი ბლოგერები ეწვივნენ
ლანჩხუთს პოლონელი და ქართველი ბლოგერები ეწვივნენ, ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ტურის მიზანია ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა და საერთაშორისო ვიზიტორების დაინტერესება. სტუმრებმა ჩოჩხათის კანიონი, ორაგვის დედათა მონასტერი და საოჯახო მეურნეობები დაათვალიერეს.
,,სტუმრები სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციებს გაეცნენ. ვფიქრობ, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და ეს პროექტიც ხელს შეუწყობს, რათა უფრო მეტმა ადამიანმა დაათვალიეროს ლანჩხუთის ღირშესანიშნავი ადგილები” – აღნიშნა ლანჩხუთის მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
მათივე ცნობით, პროექტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს „ევრორეგიონის მუნიციპალიტეტების ასოციაცია BUG” (პოლონეთი), პარტნიორებთან ერთად: „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი – CPC”, ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები, „I (პირველი) ბლოკი”, „პარტნიორობის ცენტრი პოლონეთი-აღმოსავლეთი” (პოლონეთი).