გორის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურიანის საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო
გორის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურიანის საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ღონისძიების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდების დასმულ კითხვებსაც უპასუხა და პროექტის ყველა მონაწილეს წარმატება უსურვა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ბაკურიანის საზაფხულო ბანაკი გორელ ახალგაზრდებს მეორე წელია, მასპინძლობს.
პროექტში მონაწილეობა 150-მა ახალგაზრდამ მიიღო. ისინი კონკურსის წესით შეირჩნენ. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს 16-დან 20 წლის ჩათვლით.
ბანაკის წევრებს, რომლებიც ბაკურიანს სამ ეტაპად სტუმრობდნენ, ჩაუტარდათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ:
ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია;
პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა;
ადგილობრივი თვითმმართველობა,
სამოქალაქო აქტივიზმი,
ადვოკატირება;
პროექტების წერა;
ემოციური კაპიტალი;
გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.
პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ „საზოგადოება ბილიკმა“ განახორციელა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.