ოზურგეთში ბახვი-ფამფალეთი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

“რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, ბახვი-ფამფალეთი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. რეაბილიტაციის პროცესს ოზურგეთის მერი – ავთანდილ თალაკვაძე მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.

„ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას – ამჯერად, ბახვი-ფამფალეთი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. სამუშაოები, რომელთა ღირებულებაც 2 499 000 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება. შედეგად, მოეწყობა 2 997 მეტრი სიგრძის გზა. მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები