გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს 10:00-დან 20:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდება მომხმარებლებს გუდაურში, დუშეთის რაიონის სოფლებში ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი, სეთურნი, ხოლო 15:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ბაზალეთის ტბაზე, სოფლებში ჩანადირთკარი, მლაშე, ბაზალეთი, უნდილაანთკარი, გრიგოლაანთკარი, ბერთამთა, შალიკიანთკარი, საშაბურო, ჩუბინიანთკარი, პირმისაანი, ბაგიჭალა.

კომპანიის ცნობით, 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელი გლდანში ზაქარია მაისურაძის, გულისაშვილის, ინგუშეთის, ვლადიმერ ჟღენტის ქუჩებზე, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები