ტელეგრამის არხი – SHOT ექსკლუზიურ ფოტოებს ავრცელებს იმ ადგილიდან, სადაც 23 აგვისტოს “ვაგნერის ჯგუფის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
აღნიშნულია, რომ პერიმეტრი შესაბამისი სამსახურების მანქანების მიერ ორ რიგად არის შემოღობილი.
ადგილზე ძალოვანები მუშაობას აგრძელებენ.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე.
დაღუპულთა ცხედრების გადასვენება იდენტიფიცირებისთვის ტვერის მორგში ხდება.