"მე მოვედი სუფთა ხელებით და მინდა სუფთა ხელებით წავიდე"
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი ოჯახის წევრების მისამართით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ “იმედის” ეთერში კომენტარი გააკეთა.
“მე აბსოლუტურად გამჭვირვალე ცხოვრების წესი მაქვს, ჩემს ირგვლივ და ჩემი ოჯახის ირგვლივ ყველაფერი არის გამჭვირვალე. ჩემს ირგვლივ არაფერი არ არის დაფარული. მე ასე ვმუშაობდი ბატონ ბიძინასთან, მე ასეთი მუშაობის სტილი მაქვს, ასეთი ცხოვრების წესი მაქვს. თუ რაიმე არსებობს ჩემს ირგვლივ, ყველაფერი არის გაცხადებული და საჯარო. მე არაფერი არ მაქვს დასამალი და თუ ოდესმე მექნება დასამალი, მე დავიხურავ ქუდს და წავალ. ეს არის ჩემი მარტივი პასუხი მოქალაქეებისადმი, ვისაც შეიძლება რაღაც კითხვა გაუჩნდეს. მე მოვედი სუფთა ხელებით და მინდა სუფთა ხელებით წავიდე და არც ერთი კითხვა არ დავუტოვო არც ერთ მოქალაქეს. ეს არის ჩემთვის პრინციპული, რომ ისე ვემსახურო ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას, რომ არცერთი კითხვა არ დავტოვო,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.