სამტრედიაში, მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სოფელ ღანირში, ქუთაისი-ხონი-სამტრედიის შიდასახელმწიფოებრივი გზიდან ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმართულებით კაპიტალური გზა კეთდება.

 

ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ლოკაციაზე ასფალტის საფარი იგება.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა – დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„აქ გავლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ადგილობრივებს ძალიან გვიხარია და მადლობლები ვართ”, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები, აკაკი შენგელია.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს და ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს Georgian Build ასრულებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები