სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

   სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრიდან პატიმრების გადაყვანის საკითზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ: “დღეს მედიით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, თითქოს ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრიდან უკანონოდ გადაიყვანეს სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში, გვსურს განვაცხადოთ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების გადაყვანა ხორციელდება სასამართლოს მიერ დადგენილი რეჟიმის თანახმად, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე. რაც შეეხება აღნიშნულ 5 პატიმარს, თუკი ადვოკატები მათ სახელს და გვარს მოგვაწოდებენ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, მათი თანხმობის შემთხვევაში, მზადაა საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს”, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები